აბ აგ ად აზ აკ ალ ამ ან არ ას აქ აღ ახ
ასა ასი

ასაკობრივი პერიოდიზაცია

E. Age periodization
Rus. Возрастная периодизация
ცალკეულ ეტაპებად ადამიანის სიცოცხლის გამიჯვნა, რომელიც წარმოებს არჩეული კრიტერიუმების მიხედვით. ასეთ კრიტერიუმებად შეიძლება არჩეულ იქნას ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის სხვა მახასიათებლები. არსებობს ასაკობრივი პერიოდიზაციის რამდენიმე ტიპი. არსებული ასაკობრივი პერიოდიზაციებიდან ყველაზე მეტადაა გავრცელებული და საკმაო ანატომიურ-ფიზიოლოგიური საფუძვლების მქონეა ადამიანის სიცოცხლის დაყოფა შემდეგ დიდ ასაკობრივ პერიოდებად:
1) ბავშვობა – დაბადებიდან სქესობრივ მომწიფებამდე, ე-ი. 12-13 წლამდე გოგონები, I3-14 წლამდე ბიჯები;
2) მოზარდობა (სქესობრივი მომწიფების ხანა) – 12-13 წლიდან 16 წლამდე გოგონები, 13-14 წლიდან 17 წლამდე ბიჭები;
3) ჭაბუკობა – 16-25 წლის ქალები, 17-26 წლის მამაკაცები;
4) სრულასაკოვნობა – 25-40 წლის ქალები, 26-45 წლის მამაკაცები;
5) მოწიფულობა – 40-55 წლის ქალები, 45-60 წლის მამაკაცები;
6) ხანშიშესულობა – 55-75 წლის ქალები, 60-75 წლის მამაკაცები;
7) სიბერე – 75 წელს ზემოთ ქალებიც და მამაკაცებიც.

თანამედროვე ინგლისელი ფიზიოლოგები გამოყოფენ 5 ასაკობრივ პერიოდს:
1) ადრეული ბავშვობა – 7 წლამდე;
2) გვიანდელი ბავშვობა – 7-14 წლამდე;
3) ახალგაზრდობა – 14-25 წელი;
4) მოწიფულობა – 25-50 წელი და
5) მოხუცებულობა – 50 წლის ზემოთ.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9