აბ აგ ად აზ აკ ალ ამ ან არ ას აქ აღ ახ
ასა ასი

ასაკობრივი სკალა

E. Age scale
Rus. Шкала возраста
ასაკობრივ მახასიათებელთა პირობითი სისტემა, რომელიც გამოიყენება ამა თუ იმ დემოგრაფიული შემთხვევისას ადამიანის ასაკის დადგომის, დემოგრაფიული პროცესების ან მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის გასაზომად. ასაკობრივი სკალა გამოიხატება სწორი ხაზით, რომელზეც დატანილია ერთმანეთთან თანაბარ მანძილზე მყოფი წერტილები. მათ შეესაბამება ზუსტი ასაკის ან ასაკობრივი ინტერვალების თანმიმდევრობითი მნიშვნელობები. ასაკობრივი სკალის დანაყოფებად შეიძლება გამოყენებულ იქნას დღე, თვე, წელი, 5 წლიანი ან სხვა ასაკობრივი ინტერვალები. ასეთი დაყოფა გამომდინარეობს შესასწავლი მოვლენის ან პროცესის თავისებურებებიდან.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9