E. MenstruationRus. Менструация ციკლური სისხლდენა საშვილოსნოდან. წარმოადგენს მენსტრუალური ციკლის გარეგან გამოვლენას. მენსტრუაცია ყოველთვის ერთბაშად არ ყალიბდება, ზოგჯერ იგვიანებს, მაგრამ 6-12 თვეში ჩვეულებრივ ნორმალურ რიტმს იძენს და განსაზღვრული ინტერვალით მეორდება. მენსტრუაცია არა აქვთ გოგონებს სქესობრივ მომწიფებამდე, ქალებს ფეხმძიმობის დროს, ძუძუთი კვების პერიოდში და კლიმაქტერული პერიოდის დამთავრების შემდეგ.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)