მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მეგ მეთ მენ მეო მეტ მეუ

მეორე დემოგრაფიული გადასვლა

E. Second demographic transition
Rus. Второй демографический переход
დემოგრაფიული განვითარების ეტაპი, რომელიც გულისხმობს შობადობის შემცირებას დაბალ დონემდე, დემოგრაფიულ დაბერებას, არასტაბილურ ქორწინებას, განქორწინებათა მატებას, თავისუფალ კავშირთა და ქორწინების გარეშე შობადობის ზრდას და ა.შ. მიიჩნევენ, რომ მეორე დემოგრაფიული გადასვლა ინდივიდუალური ავტონომიისა და ინდივიდუალური არჩევანის უფლების ზრდის შედეგია, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია მოდერნიზაციისა და დემოკრატიზაციის გაფართოებასთან.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9