E. Age groupRus. Возрастная группа ერთნაირი ასაკის ადამიანთა ერთობლიობა, მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის ძირითადი ელემენტი. დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური ანალიზის მიზნებიდან გამომდინარე ასხვავებენ ერთწლიან და გამსხვილებულ (5 წლიან, 10 წლიან და სხვ.) ასაკობრივ ჯგუფს. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის გამოიყენება ასაკობრივი ჯგუფები თვეებისა და დღეების მიხედვით. ასაკობრივი ჯგუფების რაოდენობა დამოკიდებულია შერჩეული ასაკობრივი ინტერვალის სიდიდეზე, ვინაიდან დემოგრაფიული პროცესების ინტენსივობა გარკვეულწილად დამოკიდებულია ასაკზე. ასაკობრივი ჯგუფებს აქვთ განსხვავებული როლი მოსახლეობის აღწარმოების, სოციალური და ეკონომიკური აქტივობისა და სხვა საკითხებში.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)