აბ აგ ად აზ აკ ალ ამ ან არ ას აქ აღ ახ
ასა ასი

ასიმილაცია

E. Assimilation
Rus. Ассимиляция
ეთნიკური პროცესის სახეობა; ერთი ხალხის მეორესთან შერწყმა ერთ-ერთი მათგანის ენის, კულტურისა და ეთნიკური თვითშეგნების დაკარგვის ხარჯზე.

ანსხვავებენ ბუნებრივ და ძალდატანებით ასიმილაციას. ბუნებრივი ასიმილაციისას მცირერიცხოვანი ხალხი მეორე უფრო მრავალრიცხოვან ხალხთან მჭიდრო კონტაქტის შედეგად და განსაკუთრებით მის გარშემო ყოფნისას, ითვისებს სხვა ხალხის კულტურასა და ენას და ბოლოს, ჩვეულებრივ შემდგომ თაობებში, ერწყმის მას. ძალდატანებითი ასიმილაცია ეროვნული და რელიგიური ჩაგვრის შედეგია. მის დროს სპეციალურად იქმნება ისეთი პირობები, რომლებიც აიძულებს ერთ ხალხს ჩათვალოს და აღიაროს მეორე ხალხთან მიკუთვნებულობა.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9