ბავშვებისა და მოზარდების სომატური განვითარებისა და ფიზიოლოგიური მომწიფების დაჩქარება, რაც უკანასკნელი საუკუნის მანძილზეა აღნიშნული. ფართო გაგებით აქსელერაცია ნიშნავს სხეულის ზომებისა და სომატური განვითარების ვადების შეცვლას ადამიანის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. ზოგჯერ ფსიქოლოგიურ აქსელერაციასაც აღნიშნავენ, რაც გონებრივი განვითარების დაჩქარებას გულისხმობს. ყველაზე უკეთ შესწავლილია სხეულის ზომების ცვლა. ახალდაბადებული ბავშვის სიმაღლე საშუალოდ 1 სმ-მდე აღემატება 100 წლის წინანდელს, ხოლო მასა - 100-300 გ-ით. 1880-1950 წწ. პერიოდში ყოველი 10 წლის განმავლობაში 5-7 წლის ბავშვის სიმაღლემ იმატა საშუალოდ 1,5 სმ-ით, მასამ – 0.5 კგ-ით. ამავე პერიოდში სკოლის ასაკის ბავშვების სიმაღლემ იმატა 10-15 სმ-ით. 1-2 წლით შემცირდა სქესობრივი მომწიფების ვადებიც. აქსელერაცია შეინიშნება საქართველოს მოსახლეობაშიც.
აქსელერაციას მრავალი მიზეზით ხსნიან. მას მრავალი ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორი განაპირობებს.