მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მიგ მიკ

მიგრაცია ქანქარისებური

E. Pendulum migration
Rus. Маятниковая миграция
პროცესი, რომლის დროსაც დასახლებული პუნქტიდან მიგრანტის გადაადგილება ხორციელდება მოკლე ვადით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეუცვლელად ან დროებით შეცვლით. მოსახლეობის რეგულარული გადაადგილება ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში. გადაადგილება შეიძლება დაკავშირებულ იყოს სამუშაოსთან, სწავლასთან, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და რეკრეაციულ მიზნებთან. რეგულარულობა შეესაბამება სამუშაო და სასწავლო რეჟიმს და სხვ. მ.ქ წარმოიქმნა და განვითარდა ურბანიზაციის პირობებში. ქანქარისებური მიგრაციის საფუძველს შეადგენს შეუსაბამობა წარმოების განლაგებასა და მოსახლეობის განსახლებას შორის. ქანქარისებური მიგრაციის მთავარ მიმართულებას შეადგენს გადაადგილება სოფლიდან ქალაქში, მცირე ქალაქიდან დიდში. ქანქარისებური მიგრაცია ძირითადად შეიმჩნევა მსხვილი ქალაქებისა და ქალაქური აგლომერაციების საგარეუბნო ზონებში. ქალაქების საგარეუბნო რაიონებში ყალიბდება ქანქარისებური მიგრაციის მდგრადი ზონები.

ზოგიერთი დემოგრაფის აზრით, ქანქარისებური მიგრაციის ცნება პირობითია და მართებული არ არის მისი ჩართვა მოსახლეობის მიგრაციის ცნებაში.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9