მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მიგ მიკ

მიგრაციის თეორია

E. Theory of migration
Rus. Теория миграции
გარე მიგრაციის თეორიის შექმნას დიდი ხნის ისტორია აქვს. XIX საუკუნის ბოლოს ე.გ. რავენშტაინმა (1885, 1889) ჩამოაყალიბა მიგრაციის კანონები, ინგლისში მიგრაციის ემპირიული ანალიზის საფუძველზე და ამ ფენომენის გასაანალიზებლად პირველი თეორიული სტრუქტურა შექმნა. თუმცა ზოგიერთ მის მიერ შემოთავაზებულ პრინციპს ვერ უწოდებ უნივერსალურს, მათი უმრავლესობა მაინც წარმატებით გამოიყენებოდა XX საუკუნეში მიგრაციის ტენდენციების ასახსნელად. რავენშტაინი ამტკიცებდა, რომ მიგრაციის ძირითადი მიზეზია ეკონომიკური ფაქტორი და მიგრაციის ძირითადი მიმართულებაა აგრარული დასახლებებიდან ინდუსტრიული და კომერციული ცენტრებისკენ. დღეს, XXI საუკუნის დასაწყისში კვლავაც არ არსებობს მიგრაციის ერთიანი თეორია, თუმცა სერიოზული პროგრესი იგრძნობა ახსნის სხვადასხვა მცდელობის შემოთავაზების თვალსაზრისით.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9