რა რე რუ
რას რატ

რასა

E. Race
Rus. Раса
გარკვეულ ტერიტორიაზე ისტორიულად ჩამოყალიბებული ჯგუფი, რომელსაც აქვს საერთო წარმომავლობა, რაც ვლინდება მხოლოდ ამ ჯგუფისათვის დამახასიათებელი მემკვიდრეობითი მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური ნიშნების (სხეულის აგებულება, კანის, თმის ფერი, თავის ფორმა და სხვ.) ერთობლიობით. მიღებულია ოთხი დიდი რასის გამოყოფა: ნეგროიდული და მასთან ახლოს მყოფი ავსტრალოიდური, ევროპეიდული და მონღოლოიდური. დიდი რასების შიგნით გამოიყოფა მცირე რასები, ხოლო მათში – ტიპების ჯგუფები.

მიჩნეულია, რომ რასობრივი თავისებურებების გავლენა დემოგრაფიულ პროცესებზე (მაგ. შობადობაზე) დიდი არ არის, თუმცა დემოგრაფიული გადასვლის და შესაბამისად დემოგრაფიული განვითარების თვალსაზრისით ზოგიერთი კონტინენტის მოსახლეობა, რომელსაც ძირითადად ერთი რასის წარმომადგენლები შეადგენენ (მაგ. აფრიკა – ნეგროიდული) განსხვავდება სხვა კონტინენტებზე მყოფი მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარებისაგან. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მდგომარეობა გამოწვეულია არა რასობრივი განსხვავებით, არამედ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სხვადასხვაობით.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9