| | |
აღწერის წარმატებით ჩატარების აუცილებელი პირობებია:
1) აღწერას მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი და დეტალურად შემუშავებული გეგმა;
2) აღწერის მეცნიერულად დასაბუთებული პროგრამა;
3) აღწერის ჩატარება უმოკლეს ვადაში და დროის განსაზღვრული მომენტისათვის, ე.წ. კრიტიკული მომენტისათვის და ერთდროულად მთელ ტერიტორიაზე;
4) აღწერის ორგანიზებულად ჩატარებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევა.
აღწერის აუცილებლობა საზოგადოების განვითარების საჭიროებითაა განპირობებული. აღწერები ტარდებოდა ჯერ კიდევ მონათმფლობელურ საზოგადოებაში. მაშინ მათ მხოლოდ სამხედრო და ფისკალური დანიშნულება ჰქონდათ. აღწერები განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა კაპიტალიზმის ეპოქაში.
საქართველოში აღწერის ისტორია XIII ს-დან იწყება. რეგულარული ხასიათი მას XVII ს-დან მიეცა. ამ აღწერებს უმთავრესად სამხედრო და ფისკალური დანიშნულება ჰქონდა. აღწერას ექვემდებარებოდა არა მარტო მოსახლეობა, არამედ მისი ქონებრივი მდგომარეობაც. XIX ს-დან აღწერები ტარდება შედარებით ვრცელი პროგრამით. 1803-1804, 1816-1817, 1831-1832, 1841-1843 და 1873 წწ. საქართველოში ჩატარდა კამერალური აღწერები. აღწერები ჩატარებულ იქნა: 1897, 1923 და 1926 წწ. (სამრეწველო აღწერები), 1925 და 1929 წწ. (წვრილი მრეწველობის აღწერები), 1932 წლიდან პერიოდულად – სავაჭრო აღწერები, 1939, 1959, 1979 და 1989 წწ. - მოსახლეობის აღწერები.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |