რა რე რუ
რეა რეე რეი რეპ

რეპროდუქციული ქცევისა და მისი ევოლუციის სქემა

E. Scheme of reproductive behaviour and its evolution
Rus. Схема репродуктивного поведения и его эволюции
მის საფუძველს შეადგენს შ. ნადირაშვილის მიერ შემუშავებული სქემა. სქემა ასახავს ადამიანის ფსიქიკური აქტივობის სამ დონეს – დაბლიდან უმაღლესამდე ადამიანის ფსიქიკური აქტივობის ეს დონეები მჭიდრო ურთიერთკავშირში იმყოფება. ადამიანი. აქტივობის ამა თუ იმ მომენტში, საჭიროების მიხედვით, ფსიქიკური აქტივობის შესატყვის დონეზე მოქმედებს.

მოყვანილი სქემა რეპროდუქციული ქცევის გარდა ასახავს რეპროდუქციული ქცევის ევოლუციას, შვილიანობის ტიპების ტრანსფორმაციას.

საქმე ისაა, რომ რეპროდუქციული ქცევის განხორციელებისათვის სულაც არ არის საჭირო მთელი მოყვანილი ციკლის, სამივე დონის გავლა. რეპროდუქციული ქცევა შეიძლება პირველივე დონეზე განხორციელდეს, ე.ი. იყოს იმპულსური. ასეთ დროს მას შეესაბამება შვილიანობის გარკვეული ტიპი, რომელიც გაუცნობიერებელი ბავშვთა შობით, ობიექტივაციისა და მისაღები ქცევის შერჩევის გარეშე მიიღწევა. იმპულსური დონის რეპროდუქციული ქცევის დამახასიათებელ ნიშანს ბევრი ბავშვის ყოლა წარმოადგენს. ასეთ დროს ადამიანი იყოლიებს იმდენ ბავშვს, რამდენის გაჩენაც შეუძლია ნაყოფიერებიდან გამომდინარე. მეორე დონე, მთელი თავისი სისტემით, გონებაჭვრეტით ხასიათს ატარებს, რის შედეგადაც. ობიექტივაციის საფუძველზე, წყდება მისაღები რეპროდუქციული ქცევის შერჩევა.

მესამე დონისათვის პირველისაგან განსხვავებული შვილიანობის ტიპი იქნება დამახასიათებელი, ძირითადად ბავშვთა შობის ნაკლები ინტენსივობა, იმპულსური დონის რეპროდუქციულ ქცევასთან შედარებით. ტოლობა ბავშვთა შობის ინტენსივობის თვალსაზრისით, პირველსა და მესამე დონეს შორის, მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც სოციალური დონის რეპროდუქციული ქცევის მიზანდასახულ შედეგს წარმოადგენს იმდენი ბავშვის ყოლა, რამდენის გაჩენაცაა (ფიზიოლოგიურად) შესაძლებელი. ეს უკანასკნელი. საზოგადოების განვითარების თანამედროვე ეტაპზე იშვიათობას წარმოადგენს და სადღეისოდ, მრავალშვილიანობის შემთხვევაშიც სოციალური დონის რეპროდუქციული ქცევისათვის მაინც ნაკლები ბავშვთა შობის ინტენსივობაა დამახასიათებელი, ვიდრე იმპულსური რეპროდუქციული ქცევისათვის. ძირითადად მოცემული სქემა და მასთან დაკავშირებული და მისგან გამომდინარე პროცესები დაედო შობადობის განწყობისეულ კონცეფციას.

რეპროდუქციული ქცევისა და მისი ევოლუციის სქემა

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9