E. Factors of reproductive behaviourRus. Факторы репродуктивного поведения რეპროდუქციული ქცევის განმსაზღვრელი, ადამიანის ან ოჯახისათვის დამახასიათებელი ესა თუ ის მაჩვენებელი (ფიზიოლოგიური, სოციალურ- ეკონომიკური და სხვა). რეპროდუქციული ქცევის შესწავლაში გარკვეული წარმატებების მიუხედავად. მისი ფაქტორების ერთიანი, საყოველთაოდ მიღებული კლასიფიკაცია არ არსებობს. ჩვეულებრივ გამოყოფენ შემდეგ რეპროდუქციული ქცევის ფაქტორებს: ფიზიოლოგიური, საქორწინო-საოჯახო, ასაკი, ქორწინების ხანგრძლივობა, ბავშვების რაოდენობა მშობლების ოჯახში, განათლება, მატერიალური კეთილდღეობა, საბინაო პირობები, დაბადების ადგილი, საცხოვრებელი ადგილი (ურბანიზაციის დონე). სოციალიზაციის ადგილი, ეროვნული კუთვნილება.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)