E. Reproductive rights of womenRus. Репродуктивные права женщин ქალთა უფლება თავისუფლად და სრული პასუხისმგებლობით გადაწყვიტონ და გააკონტროლონ სექსუალურ სფეროსთან, მათ შორის სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი; ამასთან ეს გადაწყვეტილებები უნდა იყოს თავისუფალი დისკრიმინაციის, ძალადობისა და აგრესიისაგან. ეს უფლებები ასევე გულისხმობს სექსუალურ და რეპროდუქციულ საკითხებში ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობას, პიროვნების ურთიერთპატივისცემას, თანხმობასა და პასუხისმგებლობის გადანაწილებას სქესობრივი ქმედებისა და მისი შედეგების თვალსაზრისით.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)