E. Reproductive rightsRus. Репродуктивные права მამაკაცისა და ქალის უფლება, იყვნენ ინფორმირებულნი და, ამავე დროს, მათთვის ხელმისაწვდომი იყოს მათ მიერ შერჩეული ოჯახის დაგეგმვისა და შობადობის რეგულირების უსაფრთხო, ეფექტური და მისაღები მეთოდები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს, აგრეთვე უფლება, მიიღონ სათანადო სამედიცინო მომსახურება, რაც უზრუნველყოფს ქალისათვის უსაფრთხო ორსულობას და მშობიარობას, ხოლო წყვილისათვის – ჯანმრთელი ბავშვის დაბადების შანსს.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)