ფსიქიკური მდგომარეობანი, რომლებსაც ადამიანი თავისი ქცევის აღმძვრელ ფენომენებად განიცდის.
რეპროდუქციული მოტივაცია ძირითადად ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს:
1) ფსიქიკური ფენომენები, რომლებიც ქცევის პოზიტიურ ძალებად განიცდებიან და
2) ფსიქიკური ფენომენები, რომლებიც ქცევის ნეგატიურ ძალებად განიცდებიან. ადამიანი მათ განიცდის როგორც გარკვეული საგნებისა და სიტუაციისაკენ წარმმართველ, ან საგნებისა და სიტუაციისაგან განმარიდებელ ძალებს.
აქედან გამომდინარე, რეპროდუქციული მოტივაციის შესწავლისას ორი ძირითადი ჯგუფი შეიძლება გამოვყოთ:
1) ბავშვების ყოლის მოტივები, ე.ი. ის მოტივები, რომლებიც მიმართავენ ადამიანს ბავშვების ყოლისაკენ, ხელს უწყობენ ბავშვების ყოლას და
2) ბავშვების ყოლის ხელშემშლელი მოტივები. ე.ი. ის მოტივები, რომელთა განცდის შემდეგ ადამიანი ერიდება ბავშვების ყოლას. ამ უკანასკნელის მოქმედება ხელს უშლის „ბავშვების ყოლის მოთხოვნილების“ დაკმაყოფილებას.