| | |
ჩვეულებრივ, მოსახლეობის აღწერის კრიტიკულ მომენტად მიიჩნევენ შუაღამეს მოსახლეობის აღწერის პირველი დღის წინ. ეს აიხსნება იმით, რომ მოსახლეობას აღწერენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ადამიანთა უმრავლესობა შუაღამისას იმყოფება სახლში.
XX ს. ბოლოს მსოფლიოში მოსახლეობათა აღწერების უმრავლესობა ითვალისწინებს მოსახლეობის აღწერის კრიტიკულ მომენტს. მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებში (აშშ, ფინეთი) მოსახლეობის აღწერის თარიღს ადგენენ გარკვეული დღით, მოსახლეობის აღწერის კრიტიკული მომენტის გარეშე.
XX ს. მოყოლებული საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის ყველა აღწერისას მოსახლეობის აღწერის კრიტიკულ მომენტად მიჩნეულ იქნა აღწერის პირველი დღის წინა შუაღამე.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |