E. Homogamic marriageRus. Гомогамный брак ჩვეულება ან ტენდენცია, რომლის მიხედვით ქორწინება ხდება გარკვეული სოციალური, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ჯგუფის ან ერთობის შიგნით. უძველესი დროიდან, შუა საუკუნეების ჩათვლით, ქორწინება ჰომოგამური გაბატონებულ ფორმას წარმოადგენდა. საზოგადოების განვითარებასთან ერთად ჰომოგამური ქორწინება მცირდებოდა და მის ადგილს იკავებდა ჰეტეროგამური ქორწინება, რომელიც სადღეისოდ გავრცელებული ფორმაა. ჰომოგამური ქორწინების ცალკეული სახეობები (მაგ. უპირატესი ქორწინება ერთი ეროვნების წარმომადგენლებში) დღეისთვისაც არის შემორჩენილი.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)