E. Religious marriageRus. Церковный брак ერთი შვიდ საიდუმლოთაგან ქრისტიანულ რელიგიაში. ასრულებს ეკლესიაში მღვდელი ან ეპისკოპოსი. წარმოადგენს შესაუღლებელ პირთა მონაწილეობით ჩატარებულ საეკლესიო ცერემონიალს. ქრისტიანული რელიგია საიდუმლოთი შეკრულ ცოლ- ქმრულ კავშირს განიხილავს როგორც ქრისტეს სულიერ კავშირს ეკლესიასთან და ძალიან ძნელად (მართლმადიდებელი) ან საერთოდ არ აუქმებს (კათოლიკური) მას.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)