ქა ქვ ქმ ქო ქც
ქორ

ქორწინებითი მდგომარეობა

E. Marital status
Rus. Брачное состояние
ადამიანის მდგომარეობა ქორწინების მიმართ, რომელიც განისაზღვრება ქვეყანაში არსებული ჩვეულებებითა და სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. ქორწინების სახისა და ფორმის მიუხედავად, განასხვავებენ: ქორწინებაში არმყოფებს და ქორწინებაში მყოფებს. ქორწინებაში არმყოფები თავის მხრივ იყოფიან: ქორწინებაში არასდროს მყოფებად, ქვრივებად და განქორწინებულებად (განშორებულებად). ქორწინებითი მდგომარეობის ჩამოთვლილი კატეგორიები მიჩნეულია ძირითადად და გამოიყოფიან მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებათა უმრავლესობისას.

ქორწინების, განქორწინებისა და დაქვრივების შემთხვევაში ხდება ადამიანის გადასვლა ქორწინებითი მდგომარეობის ერთი კატეგორიიდან მეორეში. ასეთ გადასვლათა ერთობლიობა წარმოადგენს მოსახლეობის საქორწინო სტრუქტურის აღწარმოების პროცესს, რომელიც დემოგრაფიაში განიხილება როგორც მოსახლეობის აღწარმოების შემადგენელი ნაწილი.

ზოგიერთი ქვეყნის სტატისტიკა ზემოჩამოთვლილ ქორწინებითი მდგომარეობის კატეგორიების გარდა გამოყოფს აგრეთვე კონსენსუალურ და რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფებს, განცალკევებით მცხოვრებ მეუღლეებს, პირველ და ხელახალ ქორწინებაში მყოფებს.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9