| | |
2) მოსახლეობის შესახებ მონაცემთა მიღების კონკრეტული სახე. მონაცემთა შეგროვების სიხშირისა და ხასიათის მიხედვით ანსხვავებენ ერთდროულ და მიმდინარე მოსახლეობის აღრიცხვას.
ერთდროული მოსახლეობის აღრიცხვა წარმოადგენს მონაცემთა ერთჯერად შეგროვებას ძირითადად იმ ადამიანთა რაოდენობის შესახებ, რომლებიც გარკვეულ დროს ცხოვრობენ ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტში ან რაიონში. მოსახლეობის აღწერისაგან განსხვავებით, იგი გამარტივებული წესებით წარმოებს და გულისხმობს მონაცემთა მიღებას მხოლოდ მცხოვრებთა საერთო რაოდენობის შესახებ, ზოგჯერ ასაკისა და სქესის მიხედვითაც. ამასთან, მოსახლეობის აღრიცხვა ყოველთვის არ წარმოებს გამოკითხვის საფუძველზე; ხშირად საამისოდ გამოიყენება მცხოვრებთა ესა თუ ის სიები ან სხვა დოკუმენტები, ე.ი. მხედველობაში მიიღება ე.წ. იურიდიული მოსახლეობა. ამის გამო ერთდროული მოსახლეობის აღრიცხვის სანდოობა უშუალოდ არის დამოკიდებული შესაბამისი დოკუმენტების სისრულესა და სისწორეზე.
მიმდინარე მოსახლეობის აღრიცხვა წარმოადგენს მოცემული ტერიტორიის მცხოვრებთა ამა თუ იმ სიების წარმოებას, რომლებიც განკუთვნილია მოსახლეობის თანამედროვე რაოდენობის შეფასებისათვის, მის ყველა ცვალებად შემთხვევათა (დაბადება, სიკვდილი, ჩამოსვლა, წასვლა) რეგისტრაციის საფუძველზე მათი წარმოშობისას.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |