E. Marriage annulmentRus. Расторжение брака განქორწინება, ქორწინების შეწყვეტა მეუღლეების სიცოცხლის განმავლობაში. ქორწინების გაუქმება რეგულირდება კანონმდებლობის საფუძველზე ქორწინებისა და ოჯახის შესახებ კოდექსის მიხედვით. ქორწინების გაუქმება წარმოებს სასამართლოს ან სარ-ის ორგანოების მიერ ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის განცხადების მიხედვით. ქორწინება გაუქმებულად მიიჩნევა, თუ დადგენილ იქნება, რომ მეუღლეების ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეიძლება. ქორწინება გაუქმებულად ითვლება მხოლოდ განქორწინების მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტებში რეგისტრაციის შემდეგ.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)