ქა ქვ ქმ ქო ქც
ქორ

ქორწინების დონე

E. Marriage rates
Rus. Уровень брачности
მოსახლეობაში ქორწინების გავრცელების ხარისხი. იზომება ქორწინებაში სიცოცხლის ხანგრძლივობის ფარდობით რეალური ან ჰიპოთეზური თაობების სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. სიცოცხლის ხანგრძლივობას გებულობენ მოკვდაობის ცხრილებიდან. ქორწინებაში სიცოცხლის ზუსტი წლების რაოდენობის გასაანგარიშებლად ძირითადად მიმართავენ შეფასებას. ამისათვის რეალური მოსახლეობის ყოველ ასაკში ქორწინებაში მყოფთა წილს დაადებენ სტაციონარული მოსახლეობის მოკვდაობის ცხრილების შესაბამის ასაკობრივ რაოდენობებს. ამასთან დაშვებულია, რომ სტაციონარული მოსახლეობის ქორწინებითი სტრუქტურა ყოველ ასაკში შეესაბამება რეალური მოსახლეობის ქორწინებით სტრუქტურას მოცემულ პერიოდში. შემდეგ, ასეთი გზით მიღებულ ასაკში ქორწინებაში მყოფთა რაოდენობების ჯამის თაობის საწყის რაოდენობაზე გაყოფით ღებულობენ ქორწინებითი სიცოცხლის საშუალო წლების რაოდენობას სტაციონარული მოსახლეობის ერთ ადამიანზე.

ქორწინების დონე დამოკიდებულია უქორწინობაზე, პირველადი დაქორწინების ასაკზე, ხელახალ ქორწინებათა სისრულესა და ვადაზე.

მოსახლეობის აღწარმოების ანალიზისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფერტილური ასაკის ქალების ქორწინების დონეს, რომელიც გამოიანგარიშება ზემონაჩვენების ანალოგიურად. შობადობაზე ქორწინების გავლენის თვალსაზრისით ქორწინების დონე შეიძლება შეფასებულ იქნას სპეციალური ინდექსით.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9