მისთვის დამახასიათებელია: 1) გვიანდელი ქორწინება და 2) უქორწინობის მაღალი წილი. ქორწინების ეს ტიპი დამახასიათებელი იყო ევროპისათვის მისი აღმოსავლეთი და სამხრეთ აღმოსავლეთი რაიონების გამოკლებით, ე.ი. ძირითადად – დასავლეთ ევროპისათვის. მაგ., XIX ს. ბოლოს საფრანგეთში 25-29 წლის ასაკის ქალებში დაუქორწინებელი იყო 30%, ხოლო 45-49 წლის ასაკში – 12% (მამაკაცებში შესაბამისად 48% და 11%). იმავე დროს ბულგარეთში 25-29- წლის ქალებში დაუქორწინებელი იყო მხოლოდ 3%, ხოლო 45- 49 წლის ასაკში – 1 % (მამაკაცებში შესაბამისად 23% და 3%).
ქორწინების ევროპული ტიპის გავრცელებამ დასავლეთ ევროპაში ხელი შეეწყო შობადობის შემცირებას.