E. Marriage productivityRus. Продуктивность брака მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს შობადობას ცოლ-ქმრის მიერ დაბადებული ბავშვების საბოლოო რაოდენობის საფუძველზე. ქორწინების პროდუქტიულობა გამოიანგარიშება როგორც საქორწინო კოჰორტაში ერთ ქორწინებაზე დაბადებული ბავშვების საშუალო რაოდენობა. ქორწინების პროდუქტიულობა შეიძლება გაანგარიშებულ იქნას, როგორც კოჰორტის ყველა ქორწინებისათვის, ისევე მისი რომელიმე ნაწილისათვის. მაგ, ქალის ან მამაკაცის დაქორწინების ასაკთან დამოკიდებულებაში. ქორწინების პროდუქტიულობა შეიძლება გაანგარიშებულ იქნას ცალ-ცალკე პირველი და ხელახალი ქორწინებისათვის. ქორწინების პროდუქტიულობა წარმოადგენს გათხოვილი ქალების გაანგარიშებულ შობადობის ცხრილების ერთ-ერთ შემაჯამებელ მაჩვენებელს.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)