რაიონის (ქალაქის) ტერიტორიის დაყოფა სხვადასხვა რანგის უბნებად მოსახლეობის აღწერის ჩატარებისათვის საჭირო სამუშაოს ორგანიზაციისათვის. სააღწერო დარაიონება წარმოებს რაიონის რუკების, ქალაქის კვარტალების გეგმებისა და მოსახლეობის რაოდენობის არსებულ შეფასებათა საფუძველზე.
სააღწერო დარაიონების მიზანია – სრულად მოიცვას მოსახლეობა, რაციონალურად განალაგოს პერსონალი სააღწერო უბნებზე მუშაობისათვის, შეამსუბუქოს მოსახლეობის აღწერის ცენტრალიზებული ხელმძღვანელობა, უზრუნველყოს მოსახლეობის აღწერის მასალების წინასწარი დათელა და მათი წარმოდგენა დამუშავებისათვის. სააღწერო დარაიონების საფუძველს წარმოადგენს სააღწერო პერსონალზე დატვირთვის მიღებული ნორმები. საქართველოში ჩატარებული აღწერებისას ერთ სააღწერო განყოფილებაზე მოდიოდა 6-8 საინსტრუქტორო უბანი, ერთ საინსტრუქტორო უბანზე – 4-5 სააღრიცხვო უბანი, ერთ სააღრიცხვო უბანზე – 550-650 მოსახლე.