E. Census zone (1), Census district (2)Rus. Переписной участок მოსახლეობის აღწერისას პირობითად გამოყოფილი ტერიტორია, რომელთა მცხოვრებლების შესახებ შეკრებენ ცნობებს ან მათ შეკრებას ხელმძღვანელობს აღმწერი (რამდენიმე აღმწერს ხელმძღვანელობს ინსტრუქტორ-კონტროლიორი). მოსახლეობის აღწერის უბანი წარმოადგენს სააღწერო დარაიონების ერთ-ერთ ელემენტს. მოსახლეობის აღწერის უბნებად იყოფა მთელი ქვეყნის დასახლებული ტერიტორია. მოსახლეობის აღწერის უბნები იქმნება აგრეთვე შორეული მგზავრობის მატარებლებში, გემებზე და სხვა. მოსახლეობის აღწერის უბანის საშუალო ზომები დამოკიდებულია აღწერის პროგრამაზე, ჩატარების მეთოდსა და ვადებზე. ისინი განისაზღვრება მოსახლეობის რაოდენობის მიმდინარე შეფასების საფუძველზე და, როგორც წესი, მოიცავს კომპაქტურ ტერიტორიას – ქალაქურ დასახლებებში ერთ ან რამდენიმე კვარტალს, სასოფლო დასახლებებში – მის ნაწილს, მთლიანად ერთ დასახლებას ან რამდენიმე მცირე დასახლებულ პუნქტს.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)