აბ აგ ად აზ აკ ალ ამ ან არ ას აქ აღ ახ
ახა

ახალგაზრდობა

E. Youth
Rus. Молодежь
სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფი, რომელიც გამოყოფილია ასაკობრივი მახასიათებლების ერთიანობის, სოციალური მდგომარეობის თავისებურების საფუძველზე და განპირობებულია მათი სოციალურ-ფსიქოლოგიური თვისებებით. ახალგაზრდობის კონკრეტულ ასაკობრივ საზღვრებს და მასთან დაკავშირებულ სოციალურ სტატუსსა და სოციალურ-ფსიქოლოგიურ თვისებებს გააჩნიათ სოციალურ-ისტორიული ბუნება და დამოკიდებულია საზოგადოებრივ წყობაზე, კულტურაზე და სოციალიზაციის თავისებურებებზე. ახალგაზრდობის ქვედა საზღვარს განსაზღვრავენ 14-15 წლის ასაკით, ხოლო ზედას - 25, 30 ან 35 წლით.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9