E. Citizenship actsRus. Акты гражданского состояния მოქმედებები, რომლებიც ეხება ადამიანის სამოქალაქო-სამართლებრივ სტატუსს და ერთობლიობაში ახასიათებს მის მოქალაქეობრივ მდგომარეობას. სამოქალაქო მდგომარეობის აქტებს მიეკუთვნება დაბადების, გარდაცვალების, ქორწინებისა და განქორწინების, შვილად აყვანის, მამობის დადგენის, სახელის, მამის სახელისა და გვარის გამოცვლის აქტები. სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეგისტრაცია წესდება როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების, ისე მოქალაქეთა პირადი და ქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით. საქართველოში სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეგისტრაცია წარმოებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის (სარ) ორგანოებში.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)