E. AcclimatizationRus. Акклиматизация ახალი, უჩვეულო კლიმატური პირობებისადმი ადამიანის ორგანიზმის შეგუების (ადაპტაციის) პროცესი. ერთსა და იმავე კლიმატურ პირობებში მუდმივად ცხოვრების მედეგად ადამიანის ორგანიზმსა და გარე სამყაროს შორის გარკვეული წონასწორობა მყარდება. კლიმატური პირობების შეცვლა ხშირად მასტიმულირებელ გავლენას ახდენს ორგანიზმზე; ზოგჯერ კი (განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანებში) შეიძლება გამოიწვიოს ფიზიოლოგიური ადაპტაციის დარღვევა, საერთო სისუსტე, ქრონიკული დაავადებები და სხვ.; მაგრამ თანდათანობით, გარკვეული დროის განმავლობაში, ადამიანის ორგანიზმი ეგუება ახალ კლიმატურ პირობებს, ე.ი. ხდება მისი აკლიმატიზაცია.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)