სა სე სი სო სრ სტ სუ სქ
საა საბ საგ საე საზ საი სამ სან საო სარ სას საქ საც სახ

სასიცოცხლო პოტენციალი

E. Potential of living
Rus. Жизненный потенциал
გარკვეული ასაკის ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის სიცოცხლის მომავალი წლების რაოდენობა, გამოანგარიშებული მოკვდაობის ცხრილების საფუძველზე ასაკობრივი მოკვდაობის დონის შენარჩუნების პირობით. სასიცოცხლო პოტენციალი წარმოადგენს ცენტრალურ ცნებასა და ძირითადად განმაზოგადებელ მაჩვენებელს პოტენციურ დემოგრაფიაში. იზომება ადამიან-წლებით.

ადამიანის სასიცოცხლო პოტენციალი x ზუსტ ასაკში განისაზღვრება ამ ასაკში მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობით. ადამიანის საშუალო სასიცოცხლო პოტენციალი. x, x+1 ასაკის ინტერვალში წარმოადგენს ყველა ადამიანის სასიცოცხლო პოტენციალის საშუალოს x და x+1 ასაკებს შორის. მოსახლეობის ერთობლივი სასიცოცხლო პოტენციალი განისაზღვრება ყველა მცხოვრების სასიცოცხლო პოტენციალის ჯამით. სასიცოცხლო პოტენციალის მატება ძირითადად განპირობებულია დაბადებულთა და ჩამოსულთა რაოდენობით, ხოლო სასიცოცხლო პოტენციალის კლება – გარდაცვლილთა და წასულთა რაოდენობით. სასიცოცხლო პოტენციალს, რომელიც გამოიანგარიშება როგორც საშუალო სიდიდე ერთ ადამიანზე, ეწოდება ერთეულოვანი სასიცოცხლო პოტენციალი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფების სიცოცხლის მომავალი წლების საერთო რაოდენობა წარმოადგენს ზოგად, ანუ სრულ სასიცოცხლო პოტენციალს. ის შეიძლება დაიყოს კერძო სასიცოცხლო პოტენციალებად ან იმ წლებად, რომლებიც ნაცხოვრებია სიცოცხლის სხვადასხვა პერიოდში ან სხვადასხვა კალენდარულ პერიოდში. მაგ., სასიცოცხლო პოტენციალი საქორწინო ცხოვრების პერიოდში და სხვა.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9