E. Marital choiceRus. Брачный выбор საქორწინო პარტნიორის არჩევა მოცემული საქორწინო წრის ფარგლებში. საქორწინო არჩევანზე მოქმედებს სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, ფსიქოლოგიური, ანთროპოლოგიური კრიტერიუმები. თითოეული მათგანის მნიშვნელობა ცვალებადია დროში და დამოკიდებულია საზოგადოებაში არსებული სოციალურ-კულტურულ ნორმებსა და ტრადიციებზე. ცალკეული კრიტერიუმის გავლენის მნიშვნელობა საქორწინო არჩევანზე იზომება ქორწინების ინდექსებით.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)