სა სე სი სო სრ სტ სუ სქ
საა საბ საგ საე საზ საი სამ სან საო სარ სას საქ საც სახ

საქორწინო წრე

E. Marriage circle
Rus. Брачный круг
მოცემული ადამიანისათვის შესაძლებელი საქორწინო ერთობლიობა. საქორწინო წრე განისაზღვრება როგორც საკანონმდებლო სისტემათა და საზოგადოების ზნეობრივ-ეთიკური ნორმებით, ისევე მოცემული ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, მისი ხასიათის თავისებურებებით და სხვა. მონოგამიური ქორწინების პირობებში საქორწინო წრეში ფორმალურად არ შედიან ქორწინებაში მყოფი პირები, მაგრამ განქორწინების თავისუფლების დროს საქორწინო წყვილთა გარკვეული ნაწილი შეირჩევა ქორწინებაში მყოფთა კატეგორიიდან პოტენციურ საქორწინო პარტნიორებად არ განიხილებიან ის პირები, რომლებთანაც ქორწინებას კრძალავს კანონი ან ადათ-წესები.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9