E. Adaptation of new-settlersRus. Приживаемость новоселов მიგრაციული პროცესის ერთ-ერთი მაჩვენებელი დაკავშირებული მიგრანტების მუდმივი მოსახლეობის კატეგორიაში გადასვლასთან. მიგრანტები ჩასახლების ადგილას გადადიან მოსახლეობის ერთი ჯგუფიდან მეორეში: გადასახლებულები – ახალმოსახლეები – ძველი მცხოვრებნი. ასეთი ერთობლიობის ყოველი ნაწილი განსხვავდება მოძრაობისა და სტაბილობის ხარისხით, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის გენეზისთან. ახალმოსახლეთა შეგუება რთული სოციალურ-ბიოლოგიური პროცესია და ჩასახლების ადგილებში მათ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების შესაბამისად წარმოებს ახალმოსახლეთა სოციალურ-დემოგრაფიული სტრუქტურის გარდაქმნა და თავისი მახასიათებლებით მისი დაახლოება მუდმივი მოსახლეობის სტრუქტურასთან.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)