სა სე სი სო სრ სტ სუ სქ
საა საბ საგ საე საზ საი სამ სან საო სარ სას საქ საც სახ

„საქორწინო ბაზარი“

E. „Marriage Market“
Rus. „Брачный рынок“
ტერმინი, რომელიც გამოიყენება დემოგრაფიაში ქორწინების უნარიანი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის რაოდენობათა თანაფარდობის აღსანიშნავად. ვითარება „საქორწინო ბაზარი“-ზე, დაქორწინების ალბათობა, დამოკიდებულია მოსახლეობაში პოტენციური საქორწინო პარტნიორების რაოდენობაზე, მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივ სტრუქტურაზე. „საქორწინო ბაზარი“-ის ვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აგრეთვე შობადობის დონის მკვეთრი ცვალებადობა და სქესობრივად არადაბალანსებული ინტენსიური მიგრაციული პროცესები. თავის მხრივ არახელსაყრელი ვითარება „საქორწინო ბაზარი“-ზე მოქმედებს როგორც ქორწინების, ისევე განქორწინების პროცესებზე.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9