E. Marriage and Family CodeRus. Кодекс о браке и семье კანონთა კრებული, რომელიც ქორწინებასთან და ოჯახთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს აწესრიგებს. საქორწინო და საოჯახო კოდექსით დადგენილია დაქორწინებისა და განქორწინების პირობები და წესი, მოწესრიგებულია ოჯახში, თუ ოჯახის სხვა წევრთა შორის წარმოშობილი პირადი და ქონებრივი ურთიერთობები, აგრეთვე შვილად აყვანისა და სხვა საკითხები.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)