ტერმინი, რომლითაც დემოგრაფიულ და სოციოლოგიურ ლიტერატურაში აღნიშნავენ ცალკეულ პირთა ან ურთიერთშესაფერის წყვილთა მოძებნის სპეციალურ ორგანიზაციათა საქმიანობას.
ტრადიციული ოჯახის პირობებში შვილებისათვის მეუღლეების შერჩევას აწარმოებდნენ მშობლები ან შუამავლები (მაჭანკლები). თანამედროვე პირობებში პარტნიორის შერჩევას ძირითადად აწარმოებენ თვითონ დაქორწინების მსურველნი, თუმცა შესაბამისი პარტნიორის ძიებისას გამოიყენებიან როგორც ნაცნობ-მეგობრები, ისევე მშობლები და სხვა. სპეციალური საშუამავლო ორგანიზაციების საქმიანობა მიმართულია შესაძლებელი არჩევანის გაფართოებისაკენ.