ადამიანის სიცოცხლის ასაკობრივი პერიოდის საბოლოო ფაზა, რომლის დადგომის ხასიათი და დრო განპირობებულია ორგანიზმის ფიზიოლოგიური დაბერების პროცესით. სიბერის ცნება როგორც ბიოფსიქოლოგიური, ისევე სოციალურ-ისტორიული ხასიათისაა. მისი დროითი ჩარჩოები პირობითია და არსებითად იცვლება კაცობრიობის ისტორიის მთელ მანძილზე. ამასთან, სიბერე დამოკიდებულია ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებებსა და ცხოვრების წესზე.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)