სისტემური მიდგომის პრინციპებისა და მეთოდოლოგიურ საშუალებათა გამოყენება მოსახლეობის განვითარებისა და ცალკეული დემოგრაფიული პროცესის მიმდინარეობის კანონებისა და კანონზომიერებათა შესწავლისას.
სისტემური მიდგომა მოსახლეობის შესწავლისას ძირითადი არსი, როგორც შემეცნებითი პრინციპების ერთობლიობისა, ისაა, რომ მოსახლეობა შეისწავლება მთლიანობაში, როგორც რთული სოციალური სისტემა. ამის საფუძველზე მეცნიერების საგანი მოსახლეობის შესახებ აგებულია მოსახლეობისა და ცალკეული დემოგრაფიული პროცესების განვითარების კანონების სისტემის სახით.