დასახლების ერთ-ერთი უძველესი და საყოველთაოდ გავრცელებული ფორმა. ხალხმრავლობის მიხედვით არჩევენ პატარასა და დიდ სოფლებს. სოფლების გარეგნული იერი მრავალფეროვანია ქვეყნის განსხვავებული ბუნებრივი პირობებისა და საწარმოო მიმართულების გამო, მაგრამ მათი საერთო დამახასიათებელი ნიშანია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებით განაშენიანებისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების უპირატესი გავრცელება.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)