E. Socio-demographic surveyRus. Социолого-демографическое исследование დემოგრაფიული ქცევის შესახებ მეცნიერული ცოდნის გამომუშავების პროცესი ემპირიული მონაცემების მოპოვების, დამუშავებისა და ინტერპრეტაციის მეცნიერულად რეგლამენტირებული პროცედურა. არკვევს სოციალურ-ეკონომიკური და სხვა ფაქტორების გავლენას დემოგრაფიულ ცვლადებზე ქცევითი ასპექტების, ფასეულობითი ორიენტაციების, მოტივებისა და განწყობის შესწავლის გზით. სოციოლოგიურ-დემოგრაფიული გამოკვლევისას გამოიყენება სოციოლოგიური და სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევების მეთოდები.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)