E. Moral StatisticsRus. Моральная статистика XIX ს. რიგი მეცნიერის მიერ გამოყოფილი მოსახლეობის შესწავლის დარგი, რომელსაც ისინი მიაკუთვნებდნენ როგორც დანაშაულებათა სტატისტიკას, ისევე მოსახლეობის აღწარმოების ზოგიერთ ასპექტს. ტერმინი „სტატისტიკა მორალური“ 1830 წელს შემოიღო ფრანგმა მეცნიერმა ა. გარიმ და 1843 წელს გამოიყენა ა. კეტლემ.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)