ბა ბე ბი ბრ ბუ
ბაბ ბავ

ბავშვები ქორწინებაში დაბადებული

E. Legitimate children
Rus. Дети рожденные в браке
ბავშვები, რომლებიც გააჩინეს რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ქალებმა. მაგ. საქართველოში 1989 წელს, ასეთი ბავშვების წილმა ყველა დაბადებული ბავშვის 82.3% შეადგინა, ხოლო 2003 წელს 55,4 %-მდე შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ქორწინებაში დაბადებული ბავშვები მნიშვნელოვნად კლებულობს უკანასკნელ პერიოდში. ჯერ კიდევ 1980 წელს ქორწინებაში დაბადებული ბავშვები შეადგენდნენ 95,3 %-ს. სხვადასხვა ქვეყანაში ქორწინებაში დაბადებული ბავშვების წილი საკმაოდ განსხვავებულია. მაგ. იტალიაში მათი წილი 95%-ს შეადგენდა (1984 წ.), ხოლო იმავე დროს დანიაში, ისლანდიასა და შვედეთში - მხოლოდ 50%-ზე რამდენადმე მეტს.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9