![]() |
![]() | |
ადამიანის სიცოცხლის პერიოდიდან გამომდინარე, სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობას ყოფენ პირველად, მეორეულ და მესამეულად. პირველადი სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა წარმოადგენს მამრობითი და მდედრობითი ზიგოტების რაოდენობის თანაფარდობას განაყოფიერებისას. ის შეადგენს ადამიანის ბიოლოგიის კვლევის ობიექტს. მიახლოებითი შეფასებით, პირველადი სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა შეადგენს 125-130 მამრობით ჩანასახს 100 მდედრობითზე. დემოგრაფიის კვლევის ობიექტს წარმოადგენს მეორეული და მესამეული სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა, მეორეული სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა წარმოადგენს ბიჭებისა და გოგონების რაოდენობის თანაფარდობას ცოცხლადდაბადებულთა შორის. როგორც წესი, ის ნაკლებია პირველად სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობაზე. მეორეული სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა შეადგენს 105-106 ბიჭს 100 გოგონაზე, ანუ 51,2 %-ს ბიჭების სასარგებლოს. ეს თანაფარდობა განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, მაგრამ იშვიათად აღემატება 107, და ასევე იშვიათად არის 104-სე ნაკლები. მესამეული სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა წარმოადგენს მამრობითი და მდედრობითი სქესის პირთა თანაფარდობას ფერტილურ ასაკში, ან ფერტილური ასაკის ცალკეულ ჯგუფში. ხშირად განიხილება აგრეთვე სხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის. მესამეული სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა მნიშვნელოვნად მერყეობს და დამოკიდებულია მამაკაცებისა და ქალების ასაკობრივ მოკვდაობაზე.
დემოგრაფიაში ასხვავებენ აგრეთვე სტაციონარულ და ნორმალურ სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობას. სტაციონარული სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა წარმოადგენს მამრობითი და მდედრობითი სქესის პირთა თანაფარდობას სტაციონარულ მოსახლეობაში. ყველა ასაკისათვის ის დამოკიდებულია მამაკაცთა და ქალების მოკვდაობაზე ყველა წინა ასაკში. ნორმალური სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა წარმოადგენს სტაციონარული და მეორეული სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობათა ნამრავლს გაყოფილს 100-ზე ან 1000-ზე. ნორმალური სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა დამოკიდებულია როგორც მამაკაცებისა და ქალების მოკვდაობის თანაფარდობაზე. ისევე დაბადებულთა შორის ბიჯებისა და გოგონების რაოდენობაზე.
სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის სიდიდე ირღვევა ნებისმიერი უზუსტობებისა და დაბადებულთა არასრული რეგისტრაციის, ან რეგისტრაციის წარმოების შეცვლისას.
სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობაზე დამოკიდებულია ქორწინებათა რაოდენობა და სიხშირე, აგრეთვე დაბადებათა რაოდენობა და საერთო ჯამში კი მოსახლეობის აღწარმოება.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |