და დე დი დრ დღ
დედ დევ დეზ დეი დემ დეპ

დემოგრაფიული ვითარება

E. Demographic situation
Rus. Обстановка демографическая
დემოგრაფიული სიტუაცია, დემოგრაფიული პროცესების, მოსახლეობის შემადგენლობისა და განლაგების მდგომარეობა რომელიმე გარკვეული დროისათვის, უფრო ხშირად ამა თუ იმ წელს. დემოგრაფიული ვითარება ჩვეულებრივ განიხილება რომელიმე ქვეყნის ან მისი ცალკეული რეგიონის მიმართ.

დემოგრაფიული ვითარების თვისებრივი შეფასება შესაძლებელია რეალურად არსებული დემოგრაფიული ვითარების იმ მდგომარეობასთან შედარების საფუძველზე, რომელიც ოპტიმალურად არის მიჩნეული დემოგრაფიული განვითარების მიზნებიდან გამომდინარე მოსახლეობის აღწარმოების გრძელვადიანი ტენდენციების გათვალისწინებით.

დემოგრაფიული ვითარების ანალიზის ძირითადი პრინციპებია: სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გავლენის კვლევა, რომელთა სპეციფიკურობა ვლინდება ყოველი ქვეყნისა თუ ცალკეული რეგიონისათვის; დემოგრაფიული პროცესების ინტენსივობის ცვალებადობის გავლენისა და სტრუქტურული ფაქტორების ზემოქმედების გამოვლენა; ინფორმაციის წყაროებისა და ანალიზის მეთოდების კომპლექსური გამოყენება.

დემოგრაფიული ვითარების ინფორმაციულ წყაროებად გამოსადეგია მოსახლეობის აღწერისა და მიმდინარე აღრიცხვის მასალები, აგრეთვე სპეციალური გამოკვლევის შედეგები. შესაბამისი ანალიზი წარმოებს დემოგრაფიული ანალიზის სხვადასხვა მეთოდის გამოყენების საფუძველზე.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9