და დე დი დრ დღ
დედ დევ დეზ დეი დემ დეპ

დემოგრაფიული ინფორმაციის წყაროები

E. Sources of demographic information
Rus. Источники демографической информации
ბეჭდვითი გამოცემები, რომლებიც შეიცავენ რიცხობრივ მონაცემებს მოსახლეობისა და დემოგრაფიული პროცესების შესახებ.

დემოგრაფიული ინფორმაციის წყაროები განსხვავდება:

• მოცვის ხარისხის მიხედვით (მსოფლიოს, რეგიონის, ქვეყნის ან მისი ცალკეული ნაწილის, დასახლებული პუნქტის მოსახლეობა);

• ეროვნული მიკუთვნებულობის მიხედვით (ეროვნული და საერთაშორისო);

• მონაცემთა ხასიათის მიხედვით (მოსახლეობის რაოდენობა და შემადგენლობა, დემოგრაფიული პროცესების დინამიკა);

• დროთი, რომელსაც მიეკუთვნება მონაცემები (ისტორიული, რეტროსპექტული, მიმდინარე, პროგნოზი);

• მონაცემთა მიღების საშუალების მიხედვით (ოფიციალური, სპეციალური გამოკვლევის მონაცემები);

• გამოცემის ხასიათის მიხედვით (სპეციალური, ზოგადი ტიპის).

დემოგრაფიული ინფორმაციის წყაროები იყოფა პირველადად და მეორადად. პირველადს განეკუთვნება მოპოვებული სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისა და შეპირისპირების უშუალო შედეგები და მათ საფუძველზე გაანგარიშებული მაჩვენებლები. მეორადს – პირველადი მონაცემების შეფასებისა და მათი მეშვეობით ჩატარებული სხვადასხვა სახის გაანგარიშებათა შედეგები.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9