| | |
დემოგრაფიული კანონების მოქმედება მნიშვნელოვანწილად მოსახლეობის აღწარმოების არეალით შემოიფარგლება და დემოგრაფიულ ურთიერთობებს ასახავს. დემოგრაფიული კანონები დემოგრაფიულ ურთიერთობათა განვითარების კანონებია.
დემოგრაფიული კანონები იყოფა საერთო (ზოგად), კერძო და სპეციფიკურ კანონებად.
საერთო დემოგრაფიული კანონები, როგორც წესი, მოქმედებენ კაცობრიობის არსებობის მთელ მანძილზე, თუმცა გზადაგზა გარკვეულ ტრანსფორმაციას განიცდიან. ასეთებია: მოსახლეობის აღწარმოების დემოგრაფიული გადასვლისა და სხვა კანონები. კერძო დემოგრაფიული კანონებისთვის დამახასიათებელია განცალკევებულ დემოგრაფიულ კანონზომიერებათა ასახვა. მათ მიეკუთვნება: მოსახლეობის გაფართოებული, მარტივი და შეკვეცილი აღწარმოების კანონები, დემოგრაფიული კომპენსაციის კანონი და ა.შ. სპეციფიკური დემოგრაფიული კანონები მოქმედებენ საზოგადოების განვითარების ცალკეულ ეტაპებზე. ასეთი კანონებია: შობადობის კლების, დემოგრაფიული დაბერების და სხვა კანონები.
დემოგრაფიულ კანონებს მიეკუთვნებიან: ზოგადად მოსახლეობის აღწარმოების, მოსახლეობის გაფართოებული, მარტივი და შეკვეცილი აღწარმოების, დემოგრაფიული კომპენსაციის, დემოგრაფიული გადასვლის, მოსახლეობის რაოდენობის განუხრელი მატების, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდის, სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის, შობადობის კლების, დემოგრაფიული დაბერების კანონები.
დემოგრაფიული კანონები გამოყო და კლასიფიკაცია გაუკეთა ლეო ჩიქავამ 2001 წელს.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |