სამართლებრივი აქტების ერთობლიობა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არეგულირებს მოსახლეობის აღწარმოებასთან, მოსახლეობის მოძრაობასთან და მოსახლეობის შემადგენლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დემოგრაფიული კანონმდებლობა დემოგრაფიული პოლიტიკის ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს. დემოგრაფიული კანონმდებლობა არ წარმოადგენს სამართლის დამოუკიდებელ დარგს. იგი შეიცავს სამართლის სხვადასხვა დარგის ნორმებს.
დემოგრაფიული კანონმდებლობის ზემოქმედება დემოგრაფიულ პროცესებზე შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი (მაგ., აბორტების აკრძალვა), ისევე არაპირდაპირი, გაშუალებული არასამართლებრივი ხასიათის ურთიერთობებით (მაგ., ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და სხვა.
დემოგრაფიული კანონმდებლობის ნორმების რეალიზაცია და შედეგიანობის ხარისხი დამოკიდებულია მოსახლეობის კულტურულ დონეზე, ისტორიულ, ეთნიკურ, მორალურ და სხვა ფაქტორებზე.