მასობრივი, განმეორებადი, დემოგრაფიული შემთხვევებისა და პროცესების, საერთოდ დემოგრაფიულ ურთიერთობათა განზოგადებული აბსტრაქტული (თეორიული) გამოხატულება. დემოგრაფიულ კატეგორიების მიეკუთვნება მოსახლეობა, შობადობა, მოკვდაობა, ქორწინება, განქორწინება, ოჯახი, კოჰორტა, ეთნოსი, ეროვნება, ბავშვების ყოლის მოთხოვნილება, რეპროდუქციული განწყობა, რეპროდუქციული ქცევა, თვითშენახვითი (თვითმოვლითი) ქცევა, დემოგრაფიული ვითარება, დეპოპულაცია, დემოგრაფიული კრიზისი, დემოგრაფიული ოპტიმუმი, დემოგრაფიული დატვირთვა და სხვა.
დემოგრაფიული კატეგორიების შესახებ მწყობრი, თეორიული წარმოდგენა საბოლოოდ ჩამოაყალიბა ლეო ჩიქავამ 2001 წელს.