E. Ideal number of childrenRus. Идеальное число детей ადამიანის წარმოდგენა ოჯახში ბავშვების საუკეთესო რაოდენობის შესახებ საერთოდ, პირადი უპირატესობის მინიჭებისა და ცხოვრების კონკრეტული პირობების გაუთვალისწინებლად. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ბავშვების იდეალური რაოდენობა დაკავშირებულია რეპროდუქციული ქცევის სოციალურ ნორმებთან და მის გამოხატულებას წარმოადგენს. ბავშვების იდეალური რაოდენობის დასადგენად მიზანშეწონილია შემდეგი კითხვის გამოყენება: „თქვენი აზრით, რამდენი ბავშვი უნდა იყოს საერთოდ ოჯახში?“ პირველად მონაცემები ბავშვების იდეალური რაოდენობის შესახებ მიღებულ იქნა აშშ 1936 წ. გელაპის საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის მიერ, საქართველოში – 1969 წ.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)